Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლებისა  და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.შევქმენი რამდენიმე შაბლონი, გეგმაში შევიტანე ცვლილებები,ასევე საპროექტო აქტივობები ნიჭიერი,სსსმ და არაქართულ ენოვანი მოსწავლეთა დიფერენცირებაზე დაყრდნობით. შევქმენი სლაიდ შოუ გამოწვევი ფაზისათვის.ეს გამიადვილებს ფასილიტაციას,რომელიც იმისთვისაა საჭირო,რომმოსწავლეებს გეზი მივცე და გავუადვილო თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება.ცვლილებები შევიტანე გეგმის შაბლონშიც.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეებზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით,რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი ადაპტირება.შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა,შევიტანე დროის ჩარჩოში ცვლილება,აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით.
პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.

Sunday, September 18, 2016

მეეხვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში,ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.კერძოდ საკუთარ ბლოგზე დავდე ტრენერის ბლოგი,რათა გავცნობოდი ჩემი კოლეგების ბლოგებს და დამეთვალიერებინა მათი პროექტების პრეზენტაციები,ვისწავლეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.განვიხილეთ ინტერნეტში საძიებო სისტემა,რომელშიც შეგვიძლია მოვიძიოთ სასურველი ინფორმაცია.ვისწავლეთ ბუკმარკის გამოყენება სასურველ საპოექტი საკითხების შესანახად.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: წინარე ცოდნის საჭიროების დადგენაში,თვითშეფასების და თანამშრომლობის წახალისებაში ,პროგრესის მონიტორინგში,გაგების შემოწმება და შემეცნების წახალისებში,გაგებისა და უნარების წახალისებში.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღე

ეს პროექტი დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენების მნიშვნელობა, მოსწავლეებს გაუჩნდებათ მოტივაცია და ხალისით იმუშავებენ მთელი პროექტის განმავლობაში.ჩასწვდნენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს,რასაც პროექტი ითვალისწინებს,პროექტი ასევე დამეხმარა სტანდარტებით გათვალისწინებული მიზნების და შედეგების მიღწევაში.

Saturday, September 3, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა, გარკვეული თვალსაზრისით, დამაფიქრა ჩემს  როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მოსწავლეები აქტიურები არიან,მე მათ ვეხმარები,ვაძლევ მიმართულებას,პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს და 21-ე  საუკუნის უნარებს.